Accessibility links

logo-print

ირანში ჩამოახრჩვეს სუნიტური გასამხედროებული დაჯგუფების 11 წევრი


ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, დღეს ჩამოახრჩვეს სუნიტური გასამხედროებული დაჯგუფების 11 წევრი. ჯგუფმა პასუხისმგებლობა იკისრა გასულ კვირაში შიიტთა სამგლოვიარო პროცესიაზე თავდასხმისთვის. სისტან-ბელუჯისტანის პროვინციის სასამართლოს თავმჯდომარემ, ებრაჰიმ ჰამიდიმ თქვა, რომ სიკვდილით დასჯილები იყვნენ ორგანიზაცია „ჯუნდალაჰის“ წევრები და მონაწილეობდნენ ტერაქტებში, პოლიციასთან შეტაკებებში და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობებში.
XS
SM
MD
LG