Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერმა ახალი კაბინეტის სია წარმოადგინა


ერაყის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ დღეს წარმოადგინა ახალი, კოალიციური კაბინეტის შემადგენლობა, რაც ცხრათვიანი პოლიტიკური ჩიხის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯია. კონსტიტუციის თანახმად, მალიკის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად 25 დეკემბრამდე უნდა წარედგინა 325 წევრიანი პარლამენტისთვის. ამით პრემიერმა საკონტიტუციო მოვალეობა შეასრულა. შიიტებმა, ასევე სუნიტურმა და ქურთთა უმცირესობების ფრაქციებმა ალ მალიკის ნოემბერში დართეს ნება, მეორე ვადით გამხდარიყო პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG