Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ყოფილ პრემიერს ბრალდება წაუყენეს


უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დღეს გამოაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ბრალდება წაუყენეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო. ტიმოშენკომ ჟურნალისტებს პროკურატურის დატოვებისას უთხრა, რომ მას მიუთითეს, არ დატოვოს კიევი გამოძიების დასრულებამდე. საქმე უკავშირდება სახელმწიფო ფონდის არასწორ გამოყენებას. ტიმოშენკომ ბრალდება ჟურნალისტებს გააცნო. მას ბრალად ედება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოს დაცვისთვის განკუთვნილი ფული საპენსიო ხარჯებისთვის მოიხმარა.
XS
SM
MD
LG