Accessibility links

logo-print

ნობელის პრემიის ირანელი ლაურეატი დაკავებული ადვოკატის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს


მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ირანელმა უფლებადამცავმა, შირინ ებადიმ მოითხოვა დაუყოვნებლივ გათავისუფლონ საპატიმროდან ადვოკატი ნასრინ სოთუდე, რომელიც სექტემბერში დააკავეს ანტისამთავრობო პროპაგანდს ბრალდებით. ებადიმ განაცხადა, რომ სოთუდეს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. დაკავებულმა 15 დღე იშიმშილა პროტესტის ნიშნად, რომ ცალკე საკანში მოათავსეს. ებადიმ მოწოდება გამოთქვა, საქმეში გაეროს უფლებადამცავი უწყება ჩაერიოს. სოთუდე არაერთი ირანელი ოპოზიციონერის და აქტივისტის ადვოკატია.
XS
SM
MD
LG