Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ „სტარტის“ ხელშეკრულებას სენატი დაამტკიცებს


ობამას ადმინისტრაციამ რწმენა გამოთქვა, რომ ახლანდელი სენატი მისი ვადის გასვლამდე დაამტკიცებს სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შესახებ რუსეთთან დადებულ, „სტარტის“ სახელით ცნობილ ხელშეკრულებას. პრეზიდენტ ობამას მომხრე დემოკრატიული პარტიის წევრები ცდილობენ გაიტანონ დოკუმენტი დასამტკიცებლად, სანამ ახალი კონგრესი შეუდგებოდეს მუშაობას და ძალთა ბალანსი რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ შეიცვლებოდეს. რუსეთმა გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ ყოველგვარი ცვლილება ხელშეკრულებაში მისი აღსასრულის ტოლფასი იქნებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, ხელშეკრულება ვეღარ გახდება ახალი მოლაპარაკების საგანი. რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთ წევრს სურს ცვლილებები დოკუმენტში, რომელიც მათი აზრით, აშშ-ის უსაფრთხოებას ზღუდავს.
XS
SM
MD
LG