Accessibility links

logo-print

თურქეთი ობამაზე ზეწოლას ახდენს სომეხთა შესახებ რეზოლუციის გამო


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ამ ქვეყნის პრემიერმა მოუწოდა პრეზიდენტ ობამას, შეაჩეროს აშშ-ის კონგრესში რეზოლუცია, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში, მე-20 საუკუნის დასაწყისში, სომეხთა მასობრივი დახოცვის გენოციდად აღიარებას გულისხმობს. აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ პრემიერმა ერდოანმა მისწერა ობამას წერილი გაფრთხილებით, თუკი რეზოლუცია გავა კონგრესში, ეს აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობას ავნებსო. სომხეთის პოზიციით, 1915-17 წლებში, მილიონნახევარი ეთნიკური სომხის დახოცვა ოსმალეთში, გენოციდი იყო. თურქეთი ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG