Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელ რეჟისორს, ჯაფარ ფანაჰის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ცნობილი ირანელი კინორეჟისორის, ჯაფარ ფანაჰის, ადვოკატმა განაცხადა, რომ რეჟისორს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს და აუკრძალეს ქვეყნის დატოვება, ფილმების გადაღება და სცენარების წერა - ათი წლით. ფანაჰის ფილმებმა მოიპოვეს ბერლინის და ვენეციის კინოფესტივალების პრიზები. დღეს „ასოშეიტიდ-პრესმა“ გაავრცელა ცნობა, რომ სხვა ირანელ რეჟისორს, მოჰამად ნურიზადს ირანის მთავრობის კრიტიკოსს, ასევე მიუსაჯეს ექვსი წელიწადი. ორივე რეჟისორს ბრალად წაუყენეს მთავრობის საწინააღმდეგო ქმედება. ორივე მათგანი მხარს უჭერდა საპროტესტო მოძრაობას, რომელიც ირანში შარშანდელი სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.
XS
SM
MD
LG