Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდთოვლობა ევროპაში ავიამიმოსვლას აფერხებს


ედინბურგის აეროპორტში თოვლი მეფობს
ედინბურგის აეროპორტში თოვლი მეფობს
ძლიერი თოვა კვლავინდებურად აფერხებს საავიაციო მიმოსვლას ევროპის მრავალ ქვეყანაში. გაუქმებულ იქნა ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ავიარეისი ლონდონის, პარიზის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, ამსტერდამის აეროპორტებში. ზოგი მგზავრი უკვე მესამე დღეა, ამაოდ ელის თავისი რეისის გაფრენას.

დღეს დილით, გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში, ძლიერი თოვის გამო, ყველა რეისი რამდენიმე საათით გადაიდო. აეროპორტის მთავარმა მენეჯერმა შტეფან შულტემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, მოხერხდება თუ არა გაფრენის მსურველი ყველა მგზავრის დაკმაყოფილება.
დიდთოვლობა ევროპაში ავიამიმოსვლას აფერხებს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:21 0:00
გადმოწერა

"დარწმუნებული ვარ, დღეს 300-ზე მეტი რეისის გაუქმება მოგვიწევს", - ვარაუდობს შულტე. - "ვითარება ალბათ ისეთივე იქნება, როგორიც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე იყო და შედეგად, შესაძლოა, 400 და მეტი რეისის გაუქმება მოგვიხდეს. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რამდენი მგზავრის გასტუმრებას მოვახერხებთ, რამდენი მგზავრის დაკმაყოფილებას მოახერხებენ ავიაკომპანიები. მოკლედ, არავინ იცის, როგორ დამთავრდება დღე. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა ამინდი, ანუ ყველაფერს ზეციურ ძალები წყვეტენ.“

დიდ ბრიტანეთში გაისმის ბრალდებები ჰითროუს აეროპორტის მმართველი კომპანიის ბი-ეი-ეის მისამართით, რომელმაც - ზოგიერთი ცნობის თანახმად - საკმარისი თანხები არ გამოყო თოვლსაწმენდი აღჭურვილობის შესაძენად.
XS
SM
MD
LG