Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს


პალესტინელი მეამბოხეების მიერ ღაზის სექტორიდან გაშვებული „ყასამის“ ტიპის რაკეტა აფეთქდა ქალაქ აშქელონის მახლობლად, საბავშვო ბაღთან. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება. მისივე ცნობით, რაკეტა გაშვებულ იქნა მას შემდეგ, რაც ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში მდებარე ობიექტები დაბომბა. „ყასამის“ აფეთქების შედეგად დაიჭრა 14 წლის გოგონა, რომელიც აშქელონის საავადმყოფოში მოათავსეს. მანამდე ისრაელის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიისკენ 13 რაკეტა ისროლეს.
XS
SM
MD
LG