Accessibility links

logo-print

ლეიბორისტულ პარტიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ წარდგენილი სარჩელის გამო ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო


ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს განაცხადა, რომ მის მიერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის გამო, ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ჰააგის სასამართლოდან მიღებული სპეციალური შეტყობინების თანახმად, 5 ოქტომბერს წარდგენილი სარჩელი საგამოძიებო მოკვლევის სტადიაშია და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ეტაპობრივად ეცნობებათ.
XS
SM
MD
LG