Accessibility links

logo-print

დევნილებმა საპროტესტო აქცია დღეს კვლავ გამართეს პარლამენტის შენობასთან


დევნილები, რომლებიც თბილისიდან განსახლებას ეწინააღმდეგებიან, საპროტესტო აქციაზე დღეს კვლავ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარის, დავით მალაზონიას, განცხადებით, 14 იანვრიდან პარლამენტთან დევნილების ყოველდღიური საპროტესტო აქციების გამართვა იგეგმება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისიდან დევნილთა განსახლების პროცესი 15 იანვრამდე შეაჩერა. იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე სასაუბროდ დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ თბილისის საკრებულოში თავისუფალი დემოკრატებისა და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები ვიქტორ დოლიძე და კახა კუკავა.
XS
SM
MD
LG