Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დიდების მემორიალის გახსნის ცერემონია გაიმართა


ქუთაისში შარშან აფეთქებული მემორიალის ანალოგი დღეს მოსკოვში გახსნეს. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ცერემონიაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი და ქართული ოპოზიციის ლიდერები ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი. ამავე სააგენტოებს მოჰყავთ პუტინის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსი და ქართველი ხალხის დამაკავშირებელი, ტრადიციული ადამიანური და სულიერი კავშირის შეწყვეტას ვერავინ შეძლებს, ამიტომ ორი ქვეყნის მომავალი კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და ჭეშმარიტად პარტნიორული ურთიერთობაა. სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, ცერემონიის დასრულების შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრი დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს, შეხვდა.
XS
SM
MD
LG