Accessibility links

ობამა და ბაიდენი მიესალმებიან ერაყში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყს მიულოცა ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. წერილობით განცხადებაში ობამა ერაყის პარლამენტის წარმომადგენელთა საბჭოს მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას უწოდებს "მნიშვნელოვან მომენტს ერაყის ისტორიაში და მთავარ ნაბიჯს ეროვნული ერთიანობისკენ". თეთრი სახლის ცნობით, ბარაკ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრნენ ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკის. ბაიდენმა განაცხადა, რომ ერაყის ლიდერებმა მოახერხეს შეთანხმება "ეროვნული პარტნიორობის მთავრობაზე, რომელიც ერაყის არჩევნების შედეგების ადეკვატურია".
XS
SM
MD
LG