Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


დღეს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ოგასავარის კუნძულებთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7,4 ბალი შეადგინა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ხელისუფლებამ მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით გაფრთხილება მოიხსნა.
XS
SM
MD
LG