Accessibility links

თინა ხიდაშელი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ინიციატივას მიესალმა


თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი, თინა ხიდაშელი, მიესალმა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მერიის ბიუჯეტის მონიტორინგს. ხიდაშელმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა და გამჭვირვალობის აუცილებლობისა და საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გამო, თბილისის მერიას და პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებს მოუწოდა, საახალწლო ღონისძიებების დაწყებამდე, შესაბამისი ხარჯის თაობაზე მოქალაქეებს სრული ინფორმაცია მიაწოდონ.
XS
SM
MD
LG