Accessibility links

logo-print

ქრისტიან-დემოკრატები დევნილების სამართლიანობის პრინციპის დაცვით განსახლებას მოითხოვენ


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თბილისიდან დევნილთა განსახლების გამო, სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციამ. მისი წევრის, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დევნილების განსახლება სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს, ამიტომ სამუშაო ჯგუფის წევრებმა დევნილებთან ერთად უნდა დაათვალიერონ მათი სავარაუდო ჩასახლების ადგილები. ქრისტიან-დემოკრატები აუცილებლად მიიჩნევენ იმის გარკვევასაც, თუ რამდენად იქნებიან დევნილები უზრუნველყოფილნი სამუშაო ადგილებითა და შესაბამისი სოციალური პირობებით.
XS
SM
MD
LG