Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პრეზიდენტობის შვიდ კანდიდატს შესაძლოა 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ


ბელორუსიაში ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, პრეზიდენტობის შვიდ კანდიდატს შესაძლოა 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ. ადამიანის უფლებების ცენტრმა „ვესნამ“ განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურმა, „კა-გე-ბე“-მ, მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით აღძრა საქმე ოპოზიციის 20 წამყვანი წარმომადგენლის, მათ შორის, პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ. კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკო მეოთხე ვადით იქნა არჩეული, მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისას 600-მდე ადამიანი დააპატიმრეს. მათ შორის არიან პრეზიდენტობის კანდიდატებიც. მსოფლიო თანამეგობრობა აგრძელებს ბელორუსიაში საპროტესტო აქციების დარბევის კრიტიკას.
XS
SM
MD
LG