Accessibility links

logo-print

ლონდონში "ბიტლზის" სახელთან დაკავშირებული ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი ბრიტანეთის ეროვნულ მემკვიდრეობად გამოაცხადეს


ლონდონში, „ები როუდის“ ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდიის მახლობლად მდებარე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს ეროვნული მნიშვნელობის ობიექტად გამოაცხადა. გადასასვლელს, რომელიც „ბიტლზის“ ალბომზე, „ები როუდზეა“ გამოსახული, ხშირად ინახულებენ ანსამბლის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები და იღებენ იმის მსგავს სურათებს, რომელიც ალბომზეა გამოსახული. დიდი ბრიტანეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის, ჯონ პენროუზის თქმით, მართალია, გადასასვლელი არც ციხე-სიმაგრეა და არც ტაძარი, მაგრამ „ბიტლზის“ წყალობით ის ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი სხვა ეროვნული მემკვიდრეობის ობიექტი.
XS
SM
MD
LG