Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა მიმდინარე საფინანსო წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონი, რომლითაც პენტაგონს მიმდინარე საფინანსო წელს ერაყსა და ავღანეთში ომისთვის 160 მილიონი დოლარი გამოეყოფა. ამასთან, სამინისტროს არ დაუწესდება მკაცრი შეზღუდვა, თუ რა ტიპის სამხედრო ოპერაციებისთვისაა ეს თანხა. თავდაცვის სფეროში სახელმწიფო ბიუჯეტი შეიცავს ასევე 75 მილიონ დოლარს იემენის კონტრტერორისტული ქვედანაყოფების გასაწვრთნელად; 200 მილიონ დოლარზე მეტს ისრაელთან ერთობლივი პროგრამისთვის, რომელიც ითვალისწინებს ამ უკანასკნელის უპილოტო საფრენი აპარატების სისტემაში თანამშრომლობას; 11,6 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული ავღანეთის უშიშროების ძალების, მილიარდნახევარი კი - ერაყის უშიშროების ძალების განვითარებისთვის. წლევანდელი ბიუჯეტით სამხედრო პროგრამებისთვის გათვალისწინებულია 725 მილიარდი დოლარი, მათ შორის 158,7 მილიარდი უცხოეთში სამხდრო ოპერაციებისთვის. ახლა კანონი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG