Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნოვაია გაზეტა“ ”ვიკილიკსთან” თანამშრომლობას აპირებს


რუსეთის ყოველკვირეულ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ განცხადებით, ის ვებსაიტ ”ვიკილიკსთან” ითანამშრომლებს, რუსეთში კორუფციის შემთხვევების გამოსააშკარავებლად. „ნოვაია გაზეტას“ ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ”ვიკილიკსის” დამაარსებელ ჯულიან ასანჟს ხელთ აქვს რუსეთის შესახებ მასალა, რომელიც ჯერაც არ გამოუქვეყნებია და "ნოვაია გაზეტა" მას გამოქვეყნებაში დაეხმარება. გაზეთის ცნობით, ის იანვარში შეუდგება ვიკილიკსის მასალების დაბეჭდვას. „ნოვაია გაზეტა“ ცნობილია კრემლისადმი კრიტიკული პუბლიკაციებით.
XS
SM
MD
LG