Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა "სტარტის" რატიფიცირება მოახდინა


შეერთებული შტატების სენატში რატიფიცირებულ იქნა რუსეთთან ხელშეკრულება სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ. 71 სენატორი მიემხრო სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებას, რომელსაც ახალ "სტარტს" უწოდებენ. წინააღმდეგი იყო 26 სენატორი. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის სამხედრო სარდლები დიდ მონდომებას იჩენდნენ "სტარტის" რატიფიცირების მიზანშეწონილობაში მოწინააღმდეგეების დასარწმუნებლად. შესაბამისად, "სტარტის" რატიფიცირება ობამას პოლიტიკურ გამარჯვებად ითვლება. ხელშეკრულება, რომელსაც აპრილში მოაწერეს ხელი ობამამ და მისმა რუსმა კოლეგა დმიტრი მედვედევმა, ითვალისწინებს შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ სტრატეგიული ბირთვული ქობინების 30-მდე პროცენტით შემცირებას, რაც შვიდ წელიწადში უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG