Accessibility links

ობამამ ხელი მოაწერა ისტორიული მნიშვნელობის კანონპროექტს ჯარში მყოფ ჰომოსექსუალთა შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც არმიაში მყოფ ჰომოსექსულებს ეხება. შედეგად, კანონპროექტი კანონად იქცა და ბოლო მოეღო ჯარში ჰომოსექსუალების ღიად სამსახურზე დაწესებულ აკრძალვას - მრავალი წლის მანძილზე მოქმედ წესს, რომელიც ცნობილი იყო სახელწოდებით „ნუ შეეკითხები, ნუ იტყვი“. ამ წესით, იკრძალებოდა სამხედრო მოსამსახურისთვის შეკითხვის დასმა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და არც თვით სამხედრო მოსამსხურეს უნდა გაემხილა საჯაროდ თავისი ჰომოსექსუალობა. შაბათს სენატი მიემხრო ამ წესისთვის ბოლოს მოღებას.
XS
SM
MD
LG