Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სკაიპი” მილიონობით მომხმარებლისთვისაა მიუწვდომელი


პოპულარული ინტერნეტსერვისი Skype მომხმარებლების ნაწილისთვის მიუწვდომელია. Twitter-ის ბლოგზე ”სკაიპის” ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტექნიკური შეფერხებების გამო მომხმარებლების რაოდენობა 21 მილიონიდან 12 მილიონამდე შემცირდა. კომპანია იმედოვნებს, რომ ვითარება რამდენიმე საათში მოგვარდება. ბოლოს ამ ინტერნეტსერვისის მომხმარებლებს დაკავშირების პრობლემა 2007 წელს შეექმნათ. მაშინ ხარვეზის აღმოფხვრას ორი დღე დასჭირდა.
XS
SM
MD
LG