Accessibility links

ტელეკომპანია "მაესტროს" მაუწყებლობა შეჩერებულია


დღეს დილიდან ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერით მაუწყებლობის ნაცვლად გადის წარწერა "პროფილაქტიკა". ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, კახა ბექაური, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ არხი ტექნიკური მიზეზების გამო გაჩერდა და არ იცის, თუ როდის განახლდება მაუწყებლობა. "მაესტროს" მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით გავრცელდა ხმები, რომ "მაესტროს" ფინანსური პრობლემები შეექმნა. სააგენტოს ცნობით, არ არის გამორიცხული მართვიდან გავიდეს "ფონდი 2020", რომლის დამფუძნებელიც ეროსი კიწმარიშვილია. კობა ბექაურმა თქვა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არაფრის თქმა შეუძლია. თუმცა, ”მაესტროს” ჟურნალისტის, ნათია მიქიაშვილის ცნობით კი, "ფონდი 2020" დიდი ხანია "მაესტროდან" წასულია. ელიან, რომ არხის ხელმძღვანელობა განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
XS
SM
MD
LG