Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში, შვეიცარიის საელჩოში, აფეთქება მოხდა


რომში, შვეიცარიის საელჩოში, აფეთქება მოხდა. სერიოზულად დაიჭრა ერთი ადამიანი. როგორც იტყობინებიან, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოთავსებული იყო საელჩოს მიერ მიღებულ ამანათში. დაზარალებული, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელია, ფოსტას ამოწმებდა. ის საავადმყოფოში მოათავსეს. ორი დღის წინათ უდეტონატორო ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა ნაპოვნი რომის მეტროს ვაგონში.
XS
SM
MD
LG