Accessibility links

logo-print

ფხენიანმა სეულს ომის გაჩაღების სურვილში დასდო ბრალი


კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამხრეთ კორეას ბრალი დასდო ომის გაჩაღებისკენ სწრაფვაში და განაცხადა, რომ მზადაა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს სამხრეთკორეული „აგრესიის“ მოსაგერიებლად. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ იონ ჩუნმა განაცხადა მას მერე, რაც კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრის მახლობლად დასრულდა ისტორიაში სამხრეთ კორეის არმიის ყველაზე დიდი სწავლება. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მენ ბაკმა მანევრების შემდეგ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის სამხედროები მზად არიან, ჩრდილოეთის ნებისმიერი მუქარა მოიგერიონ. კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება მკვეთრად გამწვავდა ერთი თვის წინათ, მას მერე, რაც ჩრდილოეთმა კორეამ ცეცხლი დაუშინა სამხრეთ კორეის ერთ-ერთ კუნძულს.
XS
SM
MD
LG