Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მაესტროში” მაუწყებლობის განახლების თარიღი ჯერჯერობით არ იციან


ტელეკომპანია “მაესტროში” ჯერჯერობით ვერ ასახელებენ ტექნიკური მიზეზით შეწყვეტილი მაუწყებლობის განახლების თარიღს. არხის გენერალურმა დირექტორმა, კახა ბექაურმა, სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ პროფილაქტიკური სამუშაო ტექნიკური მიზეზების გამო დაიწყო, თუმცა, ზოგადად ტექნიკური პრობლემა, საბოლოო ჯამში, დაფინანსების პრობლემას უკავშირდება. ბექაურმა სწორედ ფინანსური სირთულეებით ახსნა ის ფაქტი, რომ ”მაესტრომ” სატელიტით მაუწყებლობა შეწყვიტა.
XS
SM
MD
LG