Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰმუდ აჰმადინეჟადმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სტამბოლში დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სტამბოლში დახურულ კარს მიღმა განიხილეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. მანამდე ამავე თემას მიეძღვნა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც. იანვარში სტამბოლში ირანის ბირთვულ პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები გაიმართება ირანსა და მსოფლიოს ექვს მოწინავე სახელმწიფოს შორის. ირან-თურქეთის მოლაპარაკებები გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის კულუარებში. სამიტში მონაწილეობისთვის სტამბოლში ჩავიდნენ ავღანეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერები.
XS
SM
MD
LG