Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში, შვეიცარიისა და ჩილეს საელჩოებში ბომბები აფეთქდა


დღეს რომში, შვეიცარიისა და ჩილეს საელჩოებში აფეთქდა ამანათები, რომლებშიც ბომბი იყო დამონტაჟებული. ორივე საელჩოში თითო-თითო ადამიანი დაშავდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. რომის საელჩოებში მიღებული, ბომბების შემცველი ამანათები გავდა ბომბებს, რომლებმაც გასულ თვეში საბერძნეთში გამოიწვია აფეთქებები. საბერძნეთის მთავრობამ აფეთქებებში მემარცხენე ექსტრემისტებს დასდო ბრალი. საეჭვო ამანათი რომში უკრაინის საელჩომაც მიიღო - რასაც დროებით პანიკაც მოჰყვა - მაგრამ შემოწმების შედეგად ამანათი უვნებელი აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG