Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო დუმა START-ის შესახებ პირველ კენჭისყრას პარასკევს გამართავს


რუსეთის სახელმწიფო დუმა პარასკევს გამართავს იმ სამი კენჭისყრიდან პირველს, რომლებიც აშშ-ისთან სტრატეგიული შემტევი ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების - START-ის - რატიფიკაციისთვის არის საჭირო. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, კონსტანტინ კოსაჩოვის შესაბამისი განცხადება ახალი ამბების სააგენტოებმა გაავრცელეს. კოსაჩოვის თქმით, პარასკევის კენჭისყრა რუსეთის პარლამენტარებს ტექსტში არასავალდებულო შესწორებების შეტანის საშუალებას მისცემს. გუშინ ხელშეკრულებას შეერთებული შტატების სენატმა გაუკეთა რატიფიკაცია.
XS
SM
MD
LG