Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის საელჩოებში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა იკისრეს


იტალიის საინფორმაციო სააგენტო „ანსას“ ცნობით, დღეს რომში, შვეიცარიისა და ჩილეს საელჩოებში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა იკისრა „ანარქისტულ ფედერაციად“ წოდებულმა ჯგუფმა. საელჩოეში აფეთქდა ამანათები, რომლებშიც ბომბი იყო დამონტაჟებული. ორივე საელჩოში თითო-თითო ადამიანი დაშავდა. საეჭვო ამანათი რომში უკრაინის საელჩომაც მიიღო - რასაც დროებით პანიკაც მოჰყვა - მაგრამ შემოწმების შედეგად ამანათი უვნებელი აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG