Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ შეიძლება კიდევ ერთი ბირთვული გამოცდა ჩაატაროს


კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების გამწვავების ფონზე, ჩრდილოეთმა კორეამ 2011 წელს, შესაძლოა, მესამედ გამოსცადოს ბირთვული იარაღი. ამის შესახებ სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიტიკოსები იუწყებიან. დღეს მათ ანგარიში გამოაქვეყნეს. ექსპერტები თვლიან, რომ ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივა კვლავაც ბუნდოვანია. ფხენიანი სეულს ”ბირთვული წმინდა ომით” ემუქრება. ხუთშაბათს სამხრეთმა კორეამ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩაატარა.
XS
SM
MD
LG