Accessibility links

logo-print

ქრისტიან-დემოკრატები დღეს გიგია ბოკერიას შეხვდნენ


ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები დღეს თბილისში შეხვდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს. მოძრაობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, მათ გიგა ბოკერიას გააცნეს ინიციატივა, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას შეეხება. ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ თუ ამ საკითხზე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკება დაიწყება, თბილისმა ფსოუსა და როკის გვირაბის სასაზღვრო პუნქტებზე საერთაშორისო მონიტორინგის მისიის განთავსების საკითხი უნდა დასვას.
XS
SM
MD
LG