Accessibility links

logo-print

ლევან გაჩეჩილაძის ოჯახის ინტერესების დამცველმა სპეციალური პრესრელიზი გაავრცელა


ლევან გაჩეჩილაძის ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ სპეციალური პრესრელიზი გაავრცელა გაჩეჩილაძის ინტერესების დამცველმა კახა კუკავამ. ის აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ლევან გაჩეჩილაძე 2007 წლის ნოემბრის მოვლენებისას, რამდენიმე მილიონის მიღების სანაცვლოდ, თითქოსდა მოლაპარაკებას აწარმოებდა ხელისუფლებასთან. ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და მისი ოჯახისთვის სხვადასხვა დროს გაწეული იურიდიული კონსულტაციისას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კახა კუკავას მიერ გავრცელებულ პრესრელიზში დასახელებულია გაჩეჩილაძეების ოჯახის მიერ 2005-2009 წლებში ”ტაოპრივატბანკის,” ”თი ბი სი ბანკისა” და შვედეთის მოქალაქე ფრედერიკ პოლსენისგან ნასესხები თანხები და სესხის სანაცვლოდ დაგირავებული ქონება. კახა კუკავას შეფასებით, მის მიერ გამოქვეყნებული დეტალური ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად აბსურდულია ლევან გაჩეჩილაძის მიმართ გამოთქმული ბრალდებები.
XS
SM
MD
LG