Accessibility links

ნინო ბურჯანაძე შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს


დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს თბილისში შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. შეხვედრის შემდეგ ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქს ესაუბრა მოსკოვში თავის ამასწინანდელ ვიზიტზე და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან, პატრიარქ კირილესთან შეხვედრაზე. ბურჯანაძის თქმით, პატრიარქმა კირილემ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს ეკლესიის საზღვრების გადასინჯვას. ნინო ბურჯანაძე დღეს, გამთენიისას დაბრუნდა თბილისში და აეროპორტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. კითხვას მისი და ლევან გაჩეჩილაძის დაპირისპირების შესახებ, მხოლოდ ის უპასუხა, რომ მოგვიანებით იტყვის ყველაფერს, რასაც საჭიროდ ჩათვლის.
XS
SM
MD
LG