Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიაში გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა


მესტიაში გაიმართა საქართველოს მთავრობის გამსვლელი სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარეობდა. მისი განცხადებით, მესტიაში, რომელიც „ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე კურორტია“, დღეს გაიხსნა თამარ მეფის სახელობის აეროპორტი. პრეზიდენტმა კერძო სექტორს გამოღვიძებისა და მესტიის საშუალებით გამდიდრებისკენ მოუწოდა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მესტია თავისუფალ ტურისტულ ზონად არ გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG