Accessibility links

logo-print

ბელორუსიის ცესკომ დაამტკიცა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები


ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა 19 დეკემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელთა თანახმად პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა ქვეყნის ამჟამინდელმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ. კენჭისყრის ოფიციალური საბოლოო შედეგებით, ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 79,65 პროცენტი მოაგროვა. მისმა ცხრა მეტოქემ ერთად 13 პროცენტზე მეტის მოგროვება ვერ შეძლო. ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა ექვს პროცენტზე მეტმა. მანამდე ცესკომ უარით უპასუხა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის გრიგორი კოსტუსევის საჩივარს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, კოსტუსევი მოითხოვდა, რომ საჩივრის შემტანებად მასთან ერთად ჩაეთვალათ პრეზიდენტობის ის ხუთი კანდიდატი, რომლებიც დაკავებული ჰყავთ ბელორუსიის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის საგამოძიებო იზოლატორში. ბელორუსიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა მასობრივი მღალვარება, რის შედეგადაც დააკავეს საპროტესტო აქციების 600-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი.
XS
SM
MD
LG