Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტან-ავღანეთის საზღვართან მომხდარ შეტაკებაში, სულ ცოტა, 35 კაცი დაიღუპა


11 პაკისტანელი ჯარისკაცი და 24 მეამბოხე დაიღუპნენ ავღანეთის საზღვართან მომხდარ შეტაკებაში. ამის შესახებ იუწყება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. მანამდე პაკისტანის არმიის სარდლობამ გაავრცელა ცნობა სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. ამავე ცნობით თანახმად, ღამის განმავლობაში 150-მდე მეამბოხე თავს დაესხა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის მოჰმანდის რაიონში მდებარე ხუთ საგუშაგოს. დამოუკიდებელი წყაროებით ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG