Accessibility links

logo-print

ზატულივეტერი აცხადებს, რომ არასოდეს უმუშავია რუსეთის სპეცსამსახურებისთვის


რუსეთის მოქალაქე ეკატერინა ზატულივეტერი, რომელიც დეკემბერში ჯერ ჯაშუშობის ეჭვით დააკავეს, შემდეგ კი თავდებით გაათავისუფლეს, აცხადებს, რომ არასოდეს უმუშავია რუსეთის სპეცსამსახურებისთვის. დიდი ბრიტანეთის პრესის თანახმად, 25 წლის ზატულივეტერი ეჭვმიტანილია მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ზატულივეტერის ადვოკატების მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის მოქალაქე აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში დარჩენას აპირებს და განზრახული აქვს, საკუთარი სახელის რეაბილიტაციისთვის იბრძოლოს. ზატულივეტერი ერთ ხანს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში მუშაობდა. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე ქვეყნიდან დეპორტაციის მოთხოვნით. ჯაშუშობის ბრალდება ზატულივეტერისთვის ოფიციალურად არ წაუყენებიათ.
XS
SM
MD
LG