Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკ ტაიმსი: სახაზინო დეპარტამენტი ირანთან ბიზნესის წარმოების უფლებას გასცემდა


გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ამერიკული კომპანიებისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 10,000 გამონაკლისი აქვს დაშვებული, რამაც ამ კომპანიებს საშუალება მისცა თავი აერიდებინათ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებისთვის ირანთან და იმ სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაზე, რომლებსაც აშშ ტერორიზმის სპონსორებად განიხილავს. გაზეთის თანახმად, ამით სარგებელი ნახეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა „კრაფტ ფუდი“ და „პეპსი“ - ისევე, როგორც ამერიკის უდიდესი ბანკების ნაწილმა. ლიცენზიათა უმრავლესობა გაცემულია იმ კანონის თანახმად, რომელიც უშვებს ჰუმანიტარული საქონლით ვაჭრობას. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საქმე სიგარეტს, საღეჭ რეზინს და სხვა მსგავს პროდუქციას ეხება.
XS
SM
MD
LG