Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საფრანგეთისგან ორ საბრძოლო გემს შეიძენს


საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის თანახმად, რუსეთმა თანხმობა განაცხადა საფრანგეთისგან სულ მცირე ორი საბრძოლო გემის შეძენაზე. სარკოზის პრეს-ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა სარკოზის შეატყობინა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მისტრალის ტიპის ორი გემის შეძენის თაობაზე. მისტრალს 16 ვერტმფრენის და ბევრი დაჯავშნული მანქანის ზიდვა შეუძლია. სარკოზის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის ამ ორი გემის მშენებლობას კიდევ ორის აშენება უნდა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG