Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გერმანელი კონსულტანტი მოკლეს


ავღანეთში, პარასკევს განხორციელებული იერიშის შედეგად, გერმანიის განვითარების ბანკის თანამშორმელი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დაადასტურა. მანქანას, რომელშიც ოთხი ადამიანი იჯდა, ავღანეთის ქალაქ ქაშქარქანის მახლობლად გაუხსნეს ცეცხლი. იერიშის შედეგად დაღუპული გერმანიის მოქალაქე მუშაობდა იმ პროექტის კოორდინატორად, რომლის ფარგლებში კუნდუზსა და ხოლმს შორის დამაკავშირებელი გზა შენდება. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გავრცელებული ტექსტური შეტყობინებით დაადასტურა. გერმანია ავღანეთში 4500 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG