Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკოს მორიგი ბრალდება წაუყენეს


უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს პროკურატურამ ახალი ბრალდება წაუყენა. როგორც ტიმოშენკომ განუცხადა რუსულ საინფორმაციაო სააგენტო „ინტერფაქსს“, მას პროკურატურა „120 ათასი დოლარის გარეცხვაში“ დებს ბრალას. ტიმოშენკო უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ სადავო თანახა მთავრობის მიერ ქვეყნის ხაზინაში ჩაირიცხა. უკრაინის პროკურატურამ ტიმოშენკოს უკვე წაუყენა ბრალდება თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო, რაც ათი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლოსგან იულია ტიმოშენკომ უკვე მიიღო ბრძანება, რათა არ გავიდეს კიევიდან.
XS
SM
MD
LG