Accessibility links

logo-print

პატიმართა შეწყალების კომისიის სხდომა დასრულდა


პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც საახალწლოდ შესაწყალებელ პატიმართა საქმეები განიხილეს. რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ, კომისიამ 218 პატიმრიდან დაახლოებით ნახევრს მისცა დადებითი რეკომენდაცია. სიაში იყო 10 არასრულწლოვანი პატიმარი და 20 ქალი. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ, „კომისიამ რეკომენდაცია მისცა მხოლოდ 2 არასრულწლოვანს და 8 პატიმარ ქალს.“ ელენე თევდორაძის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასევე აქვს მოზადებული შესაწყალებელ პატიმართა საკუთარი სია, რომელიც კიდევ უფრო გრძელია. თუმცა, ბოლო სიტყვა საქართველოს პრეზიდენტზეა, რომელიც გადაწყვეტს, თუ რამდენი პატიმარი დატოვებს საახალწლოდ სასჯელაღსულებით დაწესებეულებას.
XS
SM
MD
LG