Accessibility links

logo-print

ზუგდიდში მომხდარი ხანძრის მიზეზები დგინდება


ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში, დღეს ორსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. განადგურებულია შენობის პირველი სართული. კორპუსში სულ 12 ოჯახი ცხოვრობდა და თითქმის ყველა ოჯახის საცხოვრებელი ფართია დაზიანებული. 3 ოჯახის საცხოვრებელი ფართი სრულად განადგურებულია. როგორც ზუგდიდიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გერონტი ყალიჩავა იტყობინება, მაშველებმა დროულად შეძლეს რეაგირება და შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ როგორც კი გაირკვევა, თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სპეციალური კომისია ზარალს დაადგენს და დაზარალებულების კომპენსაციის რაოდენობას განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG