Accessibility links

logo-print

ილია მეორემ საქართველოს მთლიანობის აფხაზეთში აღნიშვნაზე ისაუბრა


სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, საპატრიარქოში შეკრებილ საზოგადოებას, მისი პატრიარქად აღსაყდრების 33-ე წლისთავის მილოცვასთან დაკავშირებით. მადლობა გადაუხადა. "ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ეს ღვთის მადლით ხდება და არის დასაწყისი დიდი სიხარულისა. შევთხოვ უფალს, საქართველოს მთლიანობა მალე აფხაზეთში აღგვენიშნოს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და მშვიდობა მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს", განაცხადა შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ილია მეორის აღსაყდრების 33-ე წლისთავი საქართველოში ფართოდ აღინიშნა. ეს დღე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს საქართველოს პრეზიდენტმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა და მორწმუნეებმა მიულოცეს.
XS
SM
MD
LG