Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში დაიღუპა რვა ამერიკელი ტურისტი


ეგვიპტეში რვა ამერიკელი ტურისტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, სამგზარვო ავტობუსი ქვიშთ სავსე სატვირთოს შეეჯახა. ავარია გამთენიისას მოხდა, როდესაც ტურისტები ბრუნდებოდნენ ქვეყნის სამხრეთიდან, სადაც ორი უძველესი ტაძარი მდებარეობს. დაღუპულთა შორის ექვსი ქალია. დაშავებული მგზავრები, მათ შორის მძღოლი და გიდი, სამხედრო ჰოსპიტლაში გადაიყვანეს, სადაც მათ მოტეხილობებსა და ჭრილობებზე მკურნალობენ. ოთხი დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია ეგვიპტეში, სადაც წელიწადის განმავლობაში საშუალოდ 8 ათასი ადამიანი იღუპება.
XS
SM
MD
LG