Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიაში 12 სავარაუდო ტერორისტი დააკავეს


პოლიციამ დააკავა 12 სომალელი მამაკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ჰოლანდიაში ტერორისტული აქტების მოწყობის განზრახვაში. ჰოლანდიის პროკურატურის ინფორმაციით, დაპატიმრება პარასკევ საღამოს საპორტო ქალაქ როტერდამში მას შემდეგ მოხდა, რაც ჰოლანდის საიდუმლო პოლიციამ, ტერორისტული სამზადისის შესახებ რეალური მტკიცებულება მოიპოვა. დაკავებულთთაგან 6 კაცი, რომელთა ასაკი 19-დან 48 წლებს შორის მერყეობს, როტერდამში ცხოვრობდა. მათგან ხუთი უმისამართო ცხოვრებას ეწეოდა, ერთი კი ჰოლანდიაში დანიიდან ჩავიდა. ჰოლანდიის ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია, თუ როდის და სად აპირებდნენ იერიშების განხროციელბას. ტერორისტული აქტების სამზადისში ეჭვმიტანილი პირები.
XS
SM
MD
LG