Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადა 2011 წელს ავღანეთიდან საბრძოლო დანაყოფებს გაიყვანს


კანადის თავდაცვის მინისტრმა პიტერ მაკკეიმ ოთხდიღიანი ტურნე ავღანეთში საკუთარი ქვეყნის ქვედანაყოფის მონახულებითა და კანადელი მებრძოლების შექებით დაასრულა. კანადის სამხედრო ქვედანაყოფი ამთავრებებს საბრძოლო მისიას ყანდაარში და მომდევნო წლის ივლისისათვის დატოვებს ავღანეთს. მაკკეის თქმით, კანადელმა მებრძოლებმა „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ყველაზე რთულ რეგიონში.“ მას შემდეგ, რაც კანადის სამხედრო ქვედანაყოფი დაასრულებს საბრძოლო ოპერაციას, კანადელი სამხედროები ჩაებმებიან ახალ არა-საბრძოლო საწვრთნელ ოპერაციაში ქაბულში, რომელიც 2014 წლის ბოლომდე გასტანს.
XS
SM
MD
LG