Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასანჟი ავტობიოგრაფიული წიგნისათვის 1.5 მილიონ დოლარს მიიღებს


„ვიკილიკსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟიმ განაცხადა, რომ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც გამომცემლისაგან 1.5 მილიონ დოლარის მოცულობის ჰონარორას აიღებს ავტობიოგრაფიულ წიგნში. ამის თაობაზე ასანჟიმ ბრიტანულ „სანდეი ტაიმსს“ უთხრა. „ვიკილიკსის“ დამფუძნებლის თქმით, აღნიშნული თანხა მას დაეხმარება, რათა დაიცვას საკუთარი თავი ორი ქალის გაუპატიურების გამო წაყენებული ბრალდებებისაგან. 16 დეკემბრიდან მოყოლებული, რაც სასამართლომ იგი პატიმრობიდან გათავისუფლა, ჯულიან ასანჟი აღმოსავლეთ ინგლისში მეგობრის ბინაში ცხოვრობს და ელოდება სასამართლო სხდომას, რომელმაც უნდა განიხილოს შვედეთის თხოვნა ასანჟის ექსტარდიციის თაობაზე. სასამართლო სხდომა ლონდონში 7 თებერვალს არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG